|
2022-12-14 12:45:10, 1106 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრები აშშ-ში გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი ურთიერთობების რეგულირების მექანიზმები და საერთაშორისოდ არსებული პრაქტიკა იყო მთავარი განსახილველი თემა ინდუსტრიული ორგანიზაციების, შრომის კონგრესის ამერიკული ფედერაციის # TexasAFLCIO პრეზიდენტთან რიკ ლევისთან და კომუნიკაციების დირექტორს ედ სილსთან შეხვედრისას. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები რაც შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებობს. ამერიკელმა კოლეგებმა, ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. „შეხვედრები ასევე შედგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის (OSHA) რეგიონულ წარმომადგენლებთან, სამართალდამცავთა პროფკავშირის (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრისა (EJC) და ტეხასის სამუშაო ძალის კომისიის (TWC) წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები შრომითი ურთიერთობებისა და უფლებების თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან. დელეგაციის წევრები არიან: შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შრომითი ურთიერთობებისა და უფლებები თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს ხვდებიან ტეხასის შტატში, შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)