|
2022-12-12 15:18:00, 1507 ნახვა
საზოგადოება
დაიხურება რელიგიური ორგანიზაციები, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ - პრემიერის გადაწყვეტილება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციები დაიხურება, რომლითაც ახალგაზრდები სავალდებულო ჯარს თავს არიდებდნენ. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს საკითხი საპატრიარქოსთანაც გავლილია და უკვე მოგვარებულია. „აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია ამ მთავრობის სხდომაზე მისი გვარის ხსენება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობასო. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს? ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია,"- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)