|
2022-12-12 13:21:15, 1749 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დააჯილდოვა
ბაზისბანკმა, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დააჯილდოვა. თეატრალურ სივრცეში "ჰარაკი", დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები, მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მსახიობ გივიკო ბარათაშვილს, ნომინაციაში თეატრალური ხელოვნება, კონსტანტინ ტრეპლევის როლის შესრულებისთვის სპექტაკლიდან „თოლია“ (ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, რეჟისორი დავით დოიაშვილი). კინორეჟისორებს თინათინ და ხვიჩა ემირიძეებს, ნომინაციაში კინოხელოვნება, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „რესპუბლიკა“. „წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)