|
2022-12-12 12:56:33, 1385 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ტეხასის შტატში ოპერირებად შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის #OSHA რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა OSHA-ს მანდატი და როლი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აღსრულების მიმართულებით ადგილობრივ დონეზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოვლენილი დარღვევებზე, გამოყენებული სანქცირების მექანიზმებსა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებებზე. ტეხასის შტატში ასევე დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან: სამართალდამცავთა პროფკავშირი (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრი (EJC), ტეხასის სამუშაო ძალის კომისია (TWC), ინდუსტრიული ორგანიზაციების შრომის კონგრესის ამერიკულ ფედერაცია (AFL-CIO). ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)