|
2022-12-11 13:15:13, 1862 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - დაბალი სიცხით იწყება დილა, აქვს დაბალი წნევა, სისუსტე და სრული უმადობა
ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი. აქვს დაბალი წნევა ეს დღეებია, სისუსტე და სრული უმადობა, სრული მიუღებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე თბილისის სასამართლო 14 დეკემბერს აუცილებლად იმსჯელებს. "ძალიან მნიშვნელოვანია ტემპი, სისწრაფე იმიტომ, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულად მისი განკურნება მაინც ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ამბობს, მაგრამ თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგინონ, ამაზეა ლაპარაკი. ისევ სიურპრიზებს თუ უნდა ველოდოთ, არ ვიცი, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება", - განაცხადა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე არასდროს უსაბრია. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)