|
2022-12-10 13:36:06, 1316 ნახვა
საზოგადოება
ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი თავდაცვის ძალებში
საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები. დღესვე, ნატოს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო. ს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)