|
2022-12-10 13:33:17, 1286 ნახვა
საზოგადოება
საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გრძელდება
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მეორე ნაკადს მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების ოთხდღიან კურსს გადიან, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები უტარდებათ. „კრწანისში საერთო-საჯარისო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე შეხვდნენ. გრიგოლ გიორგაძემ საპილოტე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროგრამის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მომზადების გავლის სურვილი და შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ. შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალი თავდაცვის ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს. თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თავდაცვის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)