|
2022-12-10 12:32:09, 1303 ნახვა
საზოგადოება
11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია
2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. 2022 წლის 11 თვის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა შემდეგი 5 ტერიტორია: 1. პრომეთეს მღვიმე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ, წალკის კანიონი ტოპ 3 დაცულ ტერიტორიას შორის მოხვდა. „2022 წელს გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც, საბოლოოდ პოზიტიურად ისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე - იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები. დაცული ტერიტორიების სააგენტო მომდევნო წლის განმავლობაშიც არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს ვიზიტორებს“,- აღნიშნულია იფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)