|
2022-12-09 10:11:09, 1202 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა [ვიდეო]
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა. იტალიაში, ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ტრადიციული საშობაო ლოცვის დროს, უკრაინაზე საუბრისას, პაპს ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წამით ლოცვა შეწყვიტა. „შენს ცაზე აფეთქებების ბოროტი ღრიალი და სირენების საშინელი ხმა უწყვეტად ისმის. თქვენ ქალაქებს ბომბებით ურტყავენ, რადგან რაკეტების წვიმა იწვევს სიკვდილს, ნგრევას, ტკივილს, შიმშილს, წყურვილს და სიცივეს. ბევრს მოუწია თქვენი ქუჩებიდან გაქცევა, სახლების და საყვარელი ადამიანების დატოვება. შენი დიდი მდინარეების გვერდით ყოველდღე მიედინება სისხლისა და ცრემლების მდინარეები. რამდენი ბავშვია მოკლული, დაშავებული ან ობოლი, მოწყვეტილი დედებისგან! მე შენთან ერთად ვტირი ყველა პატარაზე, ვინც ამ ომის გამო დაკარგა სიცოცხლე, როგორც კირა ოდესაში, როგორც ლიზა ვინიცაში და ასობით სხვა ბავშვი: თითოეულ მათგანში დამარცხებულია მთელი კაცობრიობა. ახლა ისინი ღმერთთან არიან, ხედავენ შენს მწუხარებას და ლოცულობენ ამის დასასრულებლად. როგორ შეიძლება არ იგრძნოთ წუხილი მათთვის და იმ ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ, რომლებიც დეპორტირებულნი არიან? უკრაინელი დედების ტკივილი უთვალავია“,- განაცხადა ფრანცისკემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)