|
2022-12-08 16:09:03, 1258 ნახვა
საზოგადოება
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავდა: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას. სოფლის განვითარების სააგენტო გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით იყო განსაზღვრული. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტების მიერ სესხები მიმდინარე წლის 22 მარტიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)