|
2022-10-20 16:41:35, 1420 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტრასმა დაუნინგ სთრითზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მომავალ კვირაში გაიმართება ახალი არჩევნები და დაამატა,რომ იგი პრემიერ-მინისტრად დარჩება მანამ სანამ მისი მემკვიდრე არ აირჩევა. ლიზ ტრასის წასვლა უზრუნველყოფს ძალაუფლების ახალ ბრძოლას მმართველ კონსერვატიულ პარტიაში. კონსერვატიულმა დეპუტატებმა მას მოუწოდეს წასულიყო და ტრასი საბოლოოდ მათ მოთხოვნას დათანხმდა. ბრიტანეთი ახლა მესამე განსხვავებული ლიდერის მოსვლის პერსპექტივის წინაშე დგას, მალე ახალი ლიდერების კონკურსი გაიმართება დაჩქარებული განრიგის მიხედვით. ტრასის თქმით ერთი კვირის განმავლობაში შეირჩევა პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მათ შორის რიში სუნაკს ყოფილ კანცლერს,რომელიც ზაფხულში ტრასთან დამარცხდა. ბორის ჯონსონის პოტენციური დაბრუნება პოლიტიკის ამ ფრონტზე გამორიცხული არ არის ჯონსონის ზოგიერთი მოკავშირე ბოლო კვირების განმავლობაში ამტკიცებდა რომ მისი გადაყენება შეცდომა იყო. 2 დღის წინ, 18 ოქტომბერს ლიზ ტრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თითქმის 6 კვირის წინ გახდა, თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იგი კონსერვატიულ პარტიას უხელმძღვანელებს. "ვრჩები, რადგან მათ მე ამირჩიეს, რათა ამ ქვეყანას ვემსახურო და ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ". ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა. ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო. ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)