|
2022-10-12 15:29:14, 902 ნახვა
მსოფლიო
პუტინი Nord Stream-იდან ტრანზიტის თურქეთში გადატანას განიხილავს და აცხადებს, რომ ევროპას გაზს კვლავ მიაწვდის
რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-იდან შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადაიტანოს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკის კვირის ფორუმზე. „ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავიდეთ შავი ზღვის რეგიონში და ამით გავხადოთ ძირითადი მარშრუტები ჩვენი საწვავის, ჩვენი ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებისთვის თურქეთის გავლით. თურქეთში არის ევროპის უდიდესი გაზის კერა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, - ამბობს დიქტატორი. პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი მზადაა, გადარჩენილი Nord Stream 2-ით, ევროპას გაზი მიაწოდოს. „ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა.ჩვენ არავის არაფერში ვზღუდავთ, მათ შორის მზად ვართ მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში“, - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 27 სექტემბერს Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების სამ ადგილას გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. მოგვიანებით შვედეთში გაზის გაჟონვის კიდევ ერთი წყარო აღმოაჩინეს . შვედი სეისმოლოგების აზრით, გაჟონვა შეიძლებოდა მომხდარიყო წყალქვეშა აფეთქებების შედეგად , რომლებიც დაფიქსირდა იმ ტერიტორიაზე, სადაც გადის გაზსადენები. ნატო ასევე თვლის, რომ გაზის გაჟონვა ჩრდილოეთ ნაკადის განშტოებაზე დივერსიის შედეგად მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)