19:56 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 10:50:31, 1572 ნახვა

სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოში ნაღდი ფულის სახით, სხვადასხვა ვალუტაში დაახლოებით 1 400 000 ლარის ეკვივალენტი შემოიტანა. იმისათვის, რომ აქტივების წარმოშობის წყაროს ეჭვი არ გამოეწვია, ბრალდებული საბაჟო დეკლარაციაში არასწორ მონაცემებს აფიქსირებდა.

მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული არალეგალური შემოსავლები, უძრავი ქონების და ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად  გამოიყენა.  

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, მსჯავრდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 400 000 ევროს და 50 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების  6 ძვირადღირებული ავტომანქანა, კერძოდ - ორი მერსედესის მარკის ,,S" კლასი, ორი ლექსუსის მარკის მაღალი გამავლობის ,,LX 570", მერსედესის მარკის ,,MAYBACH S 560" და „ლენდ როვერის" მარკის მაღალი გამავლობის ,,RANGE ROVER EVOQUE", სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics