|
2022-09-22 13:33:27, 1300 ნახვა
მსოფლიო
„ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ დავიბრუნებთ ირანს“ - დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილებები დაწვეს
მეექვსე დღეა, რაც ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილებები და მანქანები დაწვეს. ჩრდილო-აღმოსავლეთში, მომიტინგეები ყვიროდნენ "ჩვენ მოვკვდებით, ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ ირანს" პოლიციის განყოფილების მახლობლად, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, მოკლული უსაფრთხოების ძალების წევრების საერთო რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. კიდევ ერთი პოლიციის განყოფილება დაიწვა თეირანში, როდესაც არეულობის გავრცელება ქურთისტანიდან, ამინის მშობლიური პროვინციიდან გავრცელდა. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)