|
2022-08-30 18:16:44, 5209 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს - კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, რომ კარი დაუკეტონ რუს ტურისტებს. როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს, 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს "ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს"'- წერს კულება. ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რათა შეზღუდონ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობა. როგორც Financial Times იუწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილების მიღებას პრაღაში ორდღიან შეხვედრაზე გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)