19:31 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 13:43:30, 1012 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ

 

ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი, - ასე  გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას. 

მისი თქმით, აქციის მონაწილეების "ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას" არავინ აპირებს.

"გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობდა. პროტესტი ახალ ეტაპზე გადავიდა - აქციის მონაწილეების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ღამე გაათენეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics