|
2022-06-28 16:26:28, 1113 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, საზღვარზე ბელარუსის არმიის 6-მდე ბატალიონია გაძლიერებული
ბელარუსის შეიარაღებული ძალების 6-მდე ბატალიონი გაძლიერებულია ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე და ცდილობს საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე რაიონებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა. ასევე, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო იარაღის გამოყენებისა და ბელარუსის ტერიტორიიდან საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ რჩება. "ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფები, 6-მდე ბატალიონი, აძლიერებენ ბელარუსი-უკრაინის საზღვრის მონაკვეთს ბრესტისა და გომელის რეგიონებში და ცდილობენ საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე რაიონებში",- განაცხადა მოტუზიანიკმა. შედგახსენებთ, რომ ბელარუსის ჯარების სამობილიზაციო წვრთნები გომელის რეგიონში 22 ივნისიდან გრძელდება. 26 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აძლიერებს სამხედრო ყოფნას ბელარუსსში. რუსები ასევე გეგმავენ ბარანოვიჩის აეროდრომზე 10 სამხედრო თვითმფრინავის გადაყვანას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)