|
2022-06-28 15:59:17, 1399 ნახვა
ომი უკრაინაში
ერდოღანი - თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის წუხილები
თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისივე თქმით,თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან შედეგებს ელის. "გავმართავთ ოთხმხრივ შეხვედრას და ვნახავთ რა პოზიციამდე მივლენ. არ გვინდა სიტყვები, გვინდა შედეგები. თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი თურქეთოა. თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ადანაშაულებს ქურთული ბოევიკების წევრების შეფარებაში, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.ერდოღანმა დაადანაშაულა სტოკჰოლმი უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიწოდებაში , რომელსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)