|
2022-06-26 22:07:08, 1718 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენმა 26 ივნისს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ბარბაროსული უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ივნისს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ბარბაროსული უწოდა. - ამის შესახებ, Reuters-ი იტყობინება. ბაიდენმა შესაბამისი განცხადება გერმანიაში G7-ის სამიტზე ჟურნალისტების წინაშე გააკეთა და კომენტარი გააკეთა რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქის რეგულარულ დაბომბვაზე. "ეს მათი ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - თქვა ბაიდენმა. G7 ქვეყნების ლიდერები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია - ბავარიის ალპებში შეხვდებიან. სამიტის ფარგლებში გაიმართება შვიდი სამუშაო სესია, სადაც განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, პარტნიორობა განვითარებადი ქვეყნებისთვის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, მულტილატერალიზმი და ციფრული ტექნოლოგიები. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ლიდერებს დისტანციურად შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. 26 ივნისს დილით კიევის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები გაისმა, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. კერძოდ, მაშველებმა ნანგრევებიდან შვიდი წლის ბავშვი ამოიყვანეს. ექიმებმა გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)