|
2022-06-26 18:26:55, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
სარაკეტო იერიში ჩერკასის რეგიონზე - ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა
რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ჩერკასის რეგიონზე, განაცხადა ჩერკასის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა. ტაბურეცმა მოსახლეობას მოუწოდა, არ განათვსონ შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში, რათა განმეორებითი თავდასხმა არ მოხდეს. "ერთი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა", - განაცხადა მან. პრორუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ ჩერკასის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის სამიზნე შეიძლება იყოს სარკინიგზო ხიდი დნეპერზე. მისი მეშვეობით უკრაინელებს იარაღი და საწვავი გადაჰქონდათ. რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ, ჩერკასმა დიდწილად თავიდან აიცილა რუსული დარტყმები, მაგრამ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)