17:20 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 13:27:42, 1459 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია

რუსეთის მიერ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა ომის დანაშაულია,- განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოსეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის ფონზე, პორტებში დაბლოკილი მარცვლეულის შედეგად, მილიონობით ადამიანი შიმშილის რისკის წინაშე დგას.

”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ... წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს”, - განუცხადა ბორელმა Reuters-ს.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი რომან ლეშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტის 80% მოდის შავი ზღვის პორტებით, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია რუსეთის მიერ. მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინა და რუსეთი უზრუნველყოფენ ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 30%-ს, სიმინდის მსოფლიო ექსპორტის 30%-ს და მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 80%-ს. მან აღნიშნა, რომ უკრაინიდან მიწოდების ბლოკირებით, რუსეთი ასევე ბლოკავს საკუთარ სოფლის მეურნეობის ექსპორტს.

მინისტრის თქმით, უკრაინის შემდგომმა ომმა და პორტების ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რადგან ჩვენი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწვდის მსოფლიოში 400 მილიონ ადამიანს. ლეშჩენკოს თქმით, უკრაინიდან მიწოდების შეწყვეტით ყველაზე მეტად აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დაზარალდებიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
ევროკავშირი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროს დახარჯავს, დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე
ეროვნული ბანკი - ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც
სებ- „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics