17:17 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 12:49:40, 1236 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ ყველა რუსული საინფორმაციო გადაცემის მაუწყებლობა აკრძალა

მოლდოვამ ყველა რუსული საინფორმაციო გადაცემის მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი.

როგორც მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს თავმჯდომარემ ლილიანა ვიცუმ განაცხად, ჩამოყალიბებულია დეზინფორმაციის კონცეფცია, რომელიც მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.

"თუ ფაქტი (დეზინფორმაცია - რედ.) დამტკიცდება, კომპანიები ლიცენზიას შვიდი წლით დაკარგავენ“, - ამბობს ვიცუ.

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება კიშინიოვს აიძულებს მკაცრი ზომების მიღებას.

კანონი ოფიციალურ გაზეთში 24 ივნისს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ის ამოქმედდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროს დახარჯავს, დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე
ეროვნული ბანკი - ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც
სებ- „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნანგრევებად გადაქცევისთვის მხარდაჭერა სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics