|
2022-05-12 13:07:37, 998 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდი - გლობალური ეკონომიკა შენელდება
უკრაინის კრიზისის შედეგები მსოფლიოში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც დიდწილად გამოწვეულია სანქციების უპრეცედენტო დონით. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. " პირველ რიგში, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორი იქნება ენერგეტიკული მომავალი. როგორ ვუზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოება. მეორე, იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს რეზერვებს და ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას. და მესამე, შეიძლება კიდევ უფრო მეტი რყევები იყოს მსოფლიოში და ეს ძალიან მაწუხებს." - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას დასჭირდება დახმარება აღდგენისა და ჰიპერინფლაციის თავიდან ასაცილებლად. იმავდროულად, ფასები იზრდება მთელ მსოფლიოში, რაც გამოწვეულია პანდემიის შედეგებით, ასევე მიწოდების შეფერხებით და ეს გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე. "ოქტომბერში 4,9%-იან ზრდას ვიწინასწარმეტყველეთ. ჩვენ ვაღიარეთ, რომ უნდა გადავიხედოთ ქვევით. 4,6%-მდე შევამცირეთ. ახლა კი კიდევ უფრო შეამცირეს - 3,6%-მდე. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ჩვენი ზრდის პროგნოზი 3.6% გასული წლის რეალურ შედეგებს 6.1%, როდესაც ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი." - აღნიშნა, კრისტალინა გეორგიევამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ომს გლობალური ეკონომიკის შენელების მთავარ ფაქტორს უწოდებს.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)