12:03 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 11:02:52, 1050 ნახვა

ეკონომიკა
ლონდონში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საცხობების ქსელის - „ანტრეს" მეორე ობიექტი გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი „ანტრე" ფართოვდება. ახლა უკვე ბერკლის მოედანზე, ქსელის მეორე ობიექტი - Entrée Mayfair გაიხსნა.

საცხობის პირველი ობიექტი - Tbilisi Bakery, 2021 წელს, ნოთნგ ჰილ გეითის #138-ში გაიხსნა. „ანტრე ლონდონი" ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. „ანტრეს" ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ბრიტანულ ბაზარზე "ანტრეში" ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე კეთდება.

2022 წლის ბოლომდე, თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში ქსელის მესამე ობიექტის გახსნაც იგეგმება.

„თიბისისთვის“ პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics