|
2022-05-11 15:39:51, 1165 ნახვა
ეკონომიკა
„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – „ლიბერთის“ CSR ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარდგენა
„ლიბერთიმ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მრჩეველთა საბჭო წარადგინა საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების წინაშე. „ლიბერთიმ“ გასულ წელს, სტრატეგია ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" წარადგინა, კორპორაციული მდგრადობა კი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა. CSR მრჩეველთა საბჭოს მთავარი მიზანია სტრატეგიის აღსრულების პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელება. საქართველოს საფინანსო სექტორში მსგავსი მოდელი უპრეცედენტოა - საბჭოს წევრები არიან იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები, რომელიც ბანკმა გრძელვადიანი CSR სტრატეგიის მიმართულებად აირჩია. ,,ახალი ლიბერთისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ლიბერთის, როგორც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის, მიზანია იყოს ადამიანებისთვის სასარგებლო და პოზიტიური ცვლილების მომტანი. ამიტომ ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვირჩევთ განათლებას. ამ კონტექსტში კი, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება და განათლების ხელშეწყობა ის მიმართულებებია, რომელზეც ლიბერთის მიერ ინიცირებული ჩშღ მრჩეველთა საბჭო აქტიურად იმუშავებს."- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ,,ლიბერთი“ არის პირველი კომპანია ფინანსურ სექტორში, რომელმაც CSR მრჩეველთა საბჭო შექმნა. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა დროულად მოხდეს საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ლიბერთიმ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტები. განათლებაში ინვესტირება და ზოგადად განათლებაზე ზრუნვა ბიზნესის მხრიდან ნამდვილად მისაბაძია." - ანა არგანაშვილი, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის' აღმასრულებელი დირექტორი. ,,განათლებაში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, ,,ახალ ლიბერთის" სწორედ განათლების გაძლიერების კუთხით შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, როგორც ჩშღ საბჭოს წევრი, ლიბერთის გუნდთან ერთად, მეც არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტში შევიტან წვლილს."- მაგდა მაღრაძე „ათასწლეულის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი. ლიბერთის CSR მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაა:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)