|
2022-05-10 16:03:15, 1298 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ქეთრინ თაისთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ექნება ამერიკისთვის თანამშრომლობის კუთხით
„ვფიქრობ, რომ საქართველოსა და აშშ - ის ურთიერთობები სავაჭრო თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადადის," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, აშშ - ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი წარიმართა საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობაზე რეგიონში, რაც განაპირობა ახლებურმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვების წყვეტა და პრობლემები. ამდენად, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის - შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ექნება ამერიკისთვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით. „ყველას გვესმის, რომ მსოფლიოში ბევრი რამის ახლებურად გადააზრება ხდება, მათ შორის სავაჭრო კუთხით - აშშ საუბრობს იმაზე, რომ ახლებური სავაჭრო პოლიტიკა ექნება და ამ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ გვთხოვეს, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა. ვისაუბრეთ, რომ გვქონდეს უფრო მეტი სექტორული ანალიზი და კონკრეტული სექტორების წახალისებისთვის ერთობლივი პროექტები და ამ მხრივ მეტი სამუშაოა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისს შორის იმისთვის, რომ კონკრეტულმა დარგებმა მიიღონ მეტი შედეგი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დადებითად შეფასდა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან შეხვედრისას. მათ შორისაა ქვეყნის პროგრესი, რომელიც უკავშირდება შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მის ევროპულთან დაახლოებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას ამაღლებს .„ასევე საუბარი წარიმართა გარემოს დაცვის და კლიმატის სტანდარტებზე, რომელიც სამართლიან, თანამედროვე ვაჭრობაში უმთავრესი მოთხოვნა და სტანდარტი ხდება და ამ კუთხითაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან ვიცე-პრემიერის აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)