|
2022-04-19 11:00:34, 1612 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორაციას თავდავის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა. სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ. დღეს თბილისის მეტროსადგურებთან მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს კონტრაქტის, ასევე პროფესიით ჯარში სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო საქმის მიმართ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიკვეთა. მოქალაქეების კითხვებს სამხედროებმა ამომწურავად უპასუხეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ უწყებაში მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები. კარიერული განვითარების შესახებ საუბრისას სამხედროებმა განმარტეს, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე. უწყება ორიენტირებულია სამხედრო პირი თავდაცვის ძალებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სამსახურის დასრულების შემდეგაც იყოს კონკურენტული. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)