17:13 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 15:51:40, 801 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენი - მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის ქვეშ მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს და მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

ოთხშაბათს, 16 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, რომლის სარდაფსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 

აფეთქებაში რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა, რომლებმაც რუსული მხარის თქმით, თეატრის შენობა დანაღმეს და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, თავად ააფეთქეს. ამასთან, მოსკოვში აღნიშნულზე სანდო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.

ცნობისთვის, რუსეთის არმიას მარიუპოლი უკვე ორი კვირაა ალყაში ჰყავს მოქცეული, ის ქალაქზე საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს. საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ დღე-ღამეში, ქალაქში 5-დან 100-მდე ჭურვს ყრიან. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics