|
2022-03-18 14:47:43, 775 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი - მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. - ამის შესახებ მან ARD-ის ეთერში განაცხადა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე "უპრეცედენტო სანქციების" გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს. "ჩვენ გავზარდეთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა - გერმანია ამ ძალისხმევაში მათავარ როლს თამაშობს. ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან. მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტ პუტინის და რუსი სამხედროების სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, აუცილებელია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)