|
2022-03-18 14:03:51, 862 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა - თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება, პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქროს, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის შეჭრის შესახებ გაგრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს. „უკრაინის ტერიტორიის ნაწილის გახანგრძლივებული ოკუპაციით რუსულ ჯარებს ამუწირვა და მოდერნიზებული იარაღის არსენალის შემცირება ემუქრება. ხოლო ეკონომიკური სანქციები, სავარაუდოდ, რუსეთს ხანგრძლივ ეკონომიკურ „დეპრესიაში" და დიპლომატიურ იზოლაციაში მიიყვანს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის დირექტორმა, გენერალ ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა. მისივე თქმით, უკრაინის დაუმორჩილებლობისა და ეკონომიკური სანქციების ერთობლიობა საფრთეს უქმნის „რუსეთის უნარს, აწარმოოს თანამედროვე, ზუსტი, მართვადი საბრძოლო მასალა". მანვე დასძინა, რომ ვინაიდან და რადგანაც ეს ომი და მისი შემდგომი შედეგები ნელ-ნელა ანადგურებს რუსეთის ძალებს, რუსეთი, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად დაეყრდნობა თავის ბირთვულ იარაღს, რათა აჩვეოს ძალა შიდა და უცხოური აუდიტორიისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)