|
2022-03-18 13:08:56, 793 ნახვა
მსოფლიო
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 55, ხარკოვში - 34, დონეცკში - 26, ჩერნიგოვში - 29, მიკოლაივში - 20, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14 ბავშვი დაშავდა, ან დაიღუპა. "დაბომბვის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე დიდი ზარალია დონეცკში, სადაც 126 ასეთი დაწესებულება განადგურდა, ხარკოვში - 77, მიკოლაევში - 39, სუმიში - 32, კიევში - 41. ხერსონის რეგიონები - 21 და კიევი - 35." - ნათქვამია განცხადებაში. გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)