|
2022-03-17 23:11:37, 770 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იგი ეთანხმება ბაიდენის შეფასებას, რომ პუტინმა უკრაინაში, ომის დანაშაულები ჩაიდინა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შენიშვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავეა“, ეთანხმება. „მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები. პირადად მე ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. ბოლო სამი კვირის შეფასების საფუძველზე, მიჭირს დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები კი, მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, - განაცხადა მან. ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტაციისა და შეფასების პროცესში არიან. „ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი დასკვნები დაეხმარება საერთაშორისო ძალისხმევას ომის დანაშაულების გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობის დაკისრებაში“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)