|
2022-03-17 19:01:49, 940 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინას „უკრაინული სცენარის” განმეორებით ემუქრება
რუსეთი ელჩი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, იგორ კალაბუხოვი აცხადებს, რომ მოსკოვს აქვს უფლება დაემუქროს ბოსნია და ჰერცეგოვინას განზრახვას გახდეს ნატოს წევრი. - ამის შესახებ " ბალკან ობსერვერი " იუწყება. რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს სამოქმედო გეგმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით და მოსკოვი "სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის შესაბამისად" იმოქმედებს . "უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რა მოლოდინები გაქვს, თუ იქნება საფრთხე, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ" - განაცხადა კალაბუხოვმა ბოსნიური ტელეარხის ეთერში. ბოსნია-ჰერცეგოვინიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ჟელკო კომშიჩი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და მისი განცხადება დაგმო. ”მე მკაცრად ვგმობ რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას, რომელიც მან გამოხატა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის ელჩის გზავნილი, რომ რუსეთის ექნება რეაქცია და უკრაინის მაგალითის მოყვანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას, არის ცალსახა და ამავე დროს მიუღებელი ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის“, - აღნიშნა ბიჰჰერ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)