|
2022-03-17 17:43:21, 738 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ. „მივმართავ ევროპარლამენტის ყველა წევრს, აღიარონ, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა", - განაცხადა მინისტრმა. ოლექსეი რეზნიკოვმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა და განაცხადა, რომ თეატრს თავს 1 200 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ქალები აფარებდნენ. ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანი, ვინც პირადად დაბომბა მარიუპოლის თეატრი „მონსტრია“. „ალბათ უკვე გაიგეთ, რომ ეს თეატრი იყო ადამიანებისთვის თავშესაფარი, თეატრს 1 200 ადამიანი აფარებდა თავს, უმეტესად ქალები და ბავშვები. რუკებზე შეგიძლიათ ნახოთ, დრონებით, რომ თეატრის წინ იყო წარწერა „ბავშვები“, ისე რომ პილოტს ის დაენახა და მიუხედავად ამისა, თეატრი დაბომბეს", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)