|
2022-03-17 15:21:43, 746 ნახვა
მსოფლიო
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირის ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირის ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის დეკემბერში, მოქალაქე გ.ა-მ და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა რ.ლ-მ, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთმანეთთან ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის, თითქოსდა უძრავი ქონების საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. „ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გ.ა-მ და რ.ლ-მ საპროექტო მომსახურების ანაზღაურების მოტივით, საწარმოს მფლობელობაში არსებულ პოს-ტერმინალზე უნებართვოდ გააქტიურეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათი, რის შედეგადაც რ.ლ-ს საკუთრებაში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხეს სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი 239 450 ლარი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს. გ.ა-ს და რ.ლ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)