|
2022-03-17 14:27:40, 962 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში შესვლის შეფერხებაში გერმანია დაადანაშაულა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ გერმანია თანამონაწილეა ევროპაში ახალი კედლის შენებაში, როდესაც ის ანელებს უკრაინის ევროკავშირში შესვლის პროცესს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში, გერმანელი დეპუტატების წინ ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრ გერმანელს არ სურს რუსეთის შეზღუდვა ისე, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, გერმანია, რომელიც ადრე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სწრაფ ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან, პასუხისმგებელია ნაწილობრივ რუსეთის მიერ თავდასხმაზე. „როდესაც ჩვენ გეკითხებოდით თქვენ - რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, პასუხად ვისმენდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს და არ დაიდება. და ახლა თქვენ აჭიანურებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თქვენთვის ეს პოლიტიკაა, სინამდვილეშ კი ეს ქვებია, ქვები ახალი კედლისთვის, ევროპის გამყოფი კედლისთვის", - დაძინა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, „დაანგრიოს კედელი“, რომელიც ახლა შენდება ევროპაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)