|
2022-03-17 12:13:01, 660 ნახვა
მსოფლიო
რამზან კადიროვი SBU-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - შეწყვიტეთ უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, გიპოვით ყველას და დაგსჯით
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, შეწყვიტონ. - ამის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. "მივმართავ SBU-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უკრაინის მოქალაქე უდანაშაულო ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, რომელთა ბრალიც მხოლოდ მათი ეროვნებაა. გარწმუნებთ, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც ამ ნაცისტურ ქმედებებში მონაწილეობს და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული. ეს ეხება როგორც დამნაშავეებს, ასევე მათ, ვინც იცის გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა ჩუმადაა. სანამ გვიანი არ არის, გაათავისუფლეთ უდანაშაულოები." - განაცხადა რამზან კადიროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)