|
2022-03-16 16:38:48, 933 ნახვა
მსოფლიო
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად კლავენ სულ მცირე 5 ბავშვს, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე, 103 ბავშვი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ პროკურორი "ფეისბუკზე" წერს. "რუსეთის ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ - 103 დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. დამპყრობლები ყოველდღიურად კლავენ სულ მცირე 5 ჩვენს შვილს. დღეს დილით ოფიციალურმა მაჩვენებელმა კრიტიკულ და საშინელ ზღვარს 100 გადასცა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო - ყველაზე ცხელ წერტილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროკურორებს და სამართალდამცავებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაბომბვის ადგილები შეამოწმონ. „აგრესორმა დაბომბა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 59 წაშალა პირისაგან დედამიწაზე“, - განაცხადა ვენედიქტოვამ. ამ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ბავშვებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში. „მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სპეციალიზებულმა სააგენტოებმა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში ბავშვთა უფლებების დარღვევის შესაფასებლად მისიის განხორციელების შესახებ“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. როგორც გენერალური პროკურატურის ტელეგრამის არხზეა აღნიშნული, ბავშვების უმეტესობა დაზარალდა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რეგიონებში.
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)