2022-02-15 17:31:23, 1195 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ გვინახავს
ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ გვინახავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძებნა.
გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რეალური დეესკალაცია დაიწყება მაშინ, როცა რუსული ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებს დატოვებენ.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს პოზიცია ურყევია და რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,