|
2021-12-31 13:45:47, 1087 ნახვა
საზოგადოება
კახეთისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს, კახეთისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, საახალწლო საჩუქრები რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. თანამშრომლების მიერ პირადი სახსრებით შეძენილი სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული და სათბობი შეშა თელავში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და ყვარელში ასევე, გარდაბანსა და ბოლნისში მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საახალწლო ტკბილეული და სათბობი შეშა ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს კი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახმა საახალწლო საჩუქარი მცხეთა -მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებისგან მიიღეს
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)