2021-12-30 13:19:31, 882 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბეინაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ბეინაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა.
„სანზონის დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული გზა ბეინაშვილის ქუჩაზე იყო, სადაც კაპიტალურად გზის საფარი არასდროს შეკეთებულა. დავაგეთ გზის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 120 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),