|
2021-12-29 16:05:08, 1802 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ,,ექსპო 2020 დუბაი" კარგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო გამოფენის მილიონობით დამთვალიერებელი იმ პოტენციალს გაეცნოს, რომელიც საქართველოს გააჩნია
საერთაშორისო გამოფენის „ექსპო 2020 დუბაი“ ფარგლებში, დღეს, 29 დეკემბერს, დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია, რომელსაც ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. „ჩვენი ქვეყნის პავილიონს დღეში ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გამოფენის მილიონობით დამთვალიერებელმა საქართველოს უნიკალური კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, ბიომრავალფეროვნების შესახებ გაიგოს; ასევე, გაეცნოს იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა კარგი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, კომერციისთვის, სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობების დამყარებისთვის. სწორედ ამაზეა აქცენტი გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, ერთი მხრივ, ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული და, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ საქართველო არის თანამედროვე ქვეყანა, რომელიც თანამედროვე სამყაროს უამრავ შესაძლებლობებს სთავაზობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ექსპო 2020 დუბაიზე“ ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება და ბიზნესგარემო. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს გამოფენა ვერ ჩატარდა. გაერთიანებული საემიროების მთავრობის მაქსიმალური ძალისხმევით, 2021 წელს „ექსპო 2020 დუბაი” ჩატარება შესაძლებელი გახდა. „ექსპო 2020 დუბაიში“ მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე - ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია, იგი თავად წავიდა
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)