12:31 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 10:50:01, 781 ნახვა

ეკონომიკა
2022 წელს, საქართველო ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის „AAWE“ კონფერენციას უმასპინძლებს

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება. - ამის შესხებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმოდაგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის  ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესახებ მიმოხილვებს, კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.

AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე - ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია, იგი თავად წავიდა
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics