|
2021-12-27 15:25:06, 844 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში ინტეგრირებული განვითარების პროგრამა განხორცილდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორცილდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას. "მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს. სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარით, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, ხოლო არაუმეტეს 30 % სესხის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურების შემდგომ გაიცემა საგრანტო დაფინანსების სახით. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ვერ ისარგებლებენ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამებით." - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)