2021-12-26 13:21:55, 897 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ერთიან მართვაში გადავიდა თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურები.
მისივე თქმით, 2019-2021 წლებში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 218 ავტომანქანით განახლდა.
"ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო და რეფერალური დახმარების 333 ეკიპაჟი მუშაობს. ცენტრმა მიიღო 35 სამედიცინო მოტოციკლი.2020-2021 წლებში სასწრაფო დახმარების მანქანები აღიჭურვა განახლებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მოწყობილობებით.აშენდა 57 რაიონული ცენტრის შენობამიმდინარეობს 5 ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობადაგეგმილია თბილისის რაიონული სამსაახურების მშენებლობა რეაბილიტაცია, მსგავსად რეგიონალური სამსახურებისა." - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),