|
2021-12-17 13:31:12, 406 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე - რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხაზი გაუსვა, რომ სააგენტომ 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა, მათ შორის უახლესი GMP/GDP ხარისხის სტანდარტის ამოქმედებაა. „რეგულირების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო ჯანდაცვის უწყებაში, რომელიც ორიენტირებული არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისა და ასევე უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ყველა მნიშვნელოვანი და მათ შორის ხმაურიანი შემთხვევების გამოკვლევაზე და დადგენაზე. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმას, რაც რეგულირების სააგენტომ განახორციელა და ეს გახლავთ GMP და GDP სტანდარდის დანერგვა. უკვე 2022 წლიდან საქართველოში, ეტაპობრივად, ყველა ფარმა მიმართულება გადავა ამ სტანდარტზე. აქ აუცილებლად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეს როგორც არასდროს რეგულირების სააგენტო წარმოადგენს პირველ რიგში პარტნიორს, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ფარმა ბიზნესისთვის. სწორედ ამ დიალოგით და პარტნიორული ურთიერთობებით მათ შეძლეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმა განახორციელეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)