|
2021-12-15 18:09:42, 640 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - აღმოჩნდა, მასამართლებს არა სასამართლო, არამედ „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ვინმე ზაზა გველესიანი
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოსამართლე, ლაშა ჩხიკავძის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას არა საქართველოს სასამართლო, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ზაზა გველესიანი ასამართლებს. ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არის ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს, აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს მოსამართლე. „ალიან მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა ბატონო ჩხიკვაძე და ნამდვილად არ მეგონა თუ შეძლებდა, პროფესიული სინდისი თუ მისცემდა უფლებას, რომ ეს არ გაეკეთებინა. რომ არ აიცილა, ეს ცალკე საკითხია, დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში როგორი არ უნდა იყო მოსამართლე აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს. მთავარი შედეგი, აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე და არა პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ვინმე ზაზა გველესიანი, რომელიც არის რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და რუსთავი 2 ყოფილა ჩემი სასამართლო. რუსთავი 2-ის დირექტორობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს და რუსთავი 2 გადაიქცა ჩემ ბრალმდებლად. პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი. ეს აღმოჩნდა დღეს და რანაირად შეიძლება მე ამ ადამიანებს ვენდო. მთავარი ინტერესი დღეს, რომ მთავარი არხი არ არსებობდეს და მე ციხეში ვიყო, აქვს რუსთავი 2-ს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რბილად რომ თქვათ, მთავარი არხის არსებობის გამო და მთავარი ინტერესი, რომ მე პატიმრობაში ვიყო არამხოლოდ ამის გამო, არამედ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ ჩემგან, ჩხიკვაძის განაჩენით დადგენილი ფაქტებით, რომელიც უტყუარად უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო სასამართლოს მიერ, აქვს ზაზა გველესიანს, რომელიც ჩხიკვაძისვე უახლოესი მეგობარია. მას შემდეგ, რაც გუშინ, პროკურორმა მოწმის სახით დაკითხვაზე გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება არ ვიცი. მაგრამ,მე მგონია, რომ ყველა ცეცხლს ეთამაშება ამ ქვეყანაში, ვინც სამართალდამცავ უწყებებში იქცევა ისე, როგორც იქცევა. ძალიან დიდ ცეცხლს და არ ვურჩევ არავის რომ ეს ცეცხლის გააღვივოს. ძალან ცუდია ეს რაც ხდება, ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)