09:15 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 16:07:25, 924 ნახვა

რეგიონი
რა ცვლილებები იგეგმება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილტაციის პროგრამებში?!

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2021 წელს ბავშთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს, მოცემული პერიოდისათვის, 2036 ბენეფიციარს მიეწოდა სხვადსხვა სერვისი.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილესთან ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ინდირა ნაკაიძესთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილტაციის მიმდინარე პროგრამები და 2022 წელს განსახორციელებელი ცვლილებები.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები და სერვისები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ეფექტური და პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებს. პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, ყოველ წელს, სიღრმისეულად ვაანალიზებთ სერვისების მიწოდების პროცესში რა ახალი საჭიროებები გამოიკვეთა, რომ მომდევნო წლის პროგრამის დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს ასახული. ვინაიდან ისინი პირდაპირ კომუნიკაციში არიან სერვისით მოსარგებლეებთან, ამიტომ პროგრამების შედგენისას მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მომართვიანობის ზრდის გამო 2022 წელს დაგეგმილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ზრდა. მომავალ წელს ნაცვლად 714 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 900 ბენეფიციარი, გამოიყოფა 2 376 00 ლარი.

2020 წელს ასევე გაიზრდება „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი. ნაცვლად 300 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 500 ბენეფიციარი, დაგეგმილია 912 000 ლარის გამოყოფა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, განვითარების დარღვევის ან რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასევე გაიზრდება „ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” პროგრამის ბიუჯეტი და იქნება 176 000 ლარი.

ცვლილება იგეგმება სერვისებისა და ბენეფიციართა რაოდენობის მხრივ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ბენეფიციართა მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების გაფართოების საჭიროება. კერძოდ, გარდა ქცევითი თერაპიისა, ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარებს ესაჭიროებათ სხვა ტიპის მომსახურება. ამიტომ, 2022 წლიდან პროგრამის ფარგლებში ერთი კურსი, ნაცვლად 15 სეანსისა, განისაზღვრა 20 სეანსით.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, 2022 წელს „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში იგეგმება ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა, ასევე, პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები და პროგრამის ბიუჯეტი გახდება 169 800 ლარი.

ასევე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, 2022 წელს იგეგმება ცვლილება მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებთან მიმართებაში. კერძოდ: ნაცვლად 720 ლარისა დაფინანსდება760 ლარით, ხოლო ნაცვლად 3850 ლარისა 5053 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პროგრამას ემატება პედიატრიული სავარძელ-ეტლები, რომელთა ღირებულება განსაზღვრება 2650 ლარით. პროგრამა დაგეგმილია - 201 730 ლარით.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს „შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებების კვლევას, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას სადღეღამისო ცენტრში. 22 წელს ამ მიზნით გამოიყოფა 27 000 ლარი.

უცვლელად გაგრძელდება სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. 2022 წელს „სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი იქნება 62 000 ლარი.

2022 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად გეგმავს 3 251 400 ლარის გამოყოფას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics