2021-10-03 16:06:23, 731 ნახვა
საზოგადოება
ეუთო/ოდირის წარმომადგენელი - მედია იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა შერჩევითი გაშუქება
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონის შეფასებით, ადგილობრივი არჩევნებისას, მრავალფეროვნი მედია ლანდშაპტი იყო მკვეთრად პოლარიზებული და ხდებოდა მცირე ანალიტიკურ და შერჩევითი გაშუქება.
მან ასევე ისაუბრა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებულ ფინანსურ დისბალანსზე.
„მრავალფეროვნი მედია ლანდშაპტი იყო მკვეთრად პოლარიზებული და ხდებოდა მცირე ანალიტიკურ და შერჩევითი გაშუქება , რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების უფლება რომ გაეკეთეებინათ ინფორმირებული არჩევანი. ჟურნალისტების დაშინება და მათზე ძალადობა გახდა შეშფოთების საგანი. დისბალანსი აღინიშნება რესურსებში და არასათანადო ფინანსური უპირატესობაშიც მმართველი პარტისა და ოპოზიციას შორის ,რომელმაც სასარგებლოს იმოქმედა მმართველი პარტიის შედეგებზე.“ - განაცხადა იონსონმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,