|
2021-09-16 17:10:17, 687 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეოს მინისტრის განცხადებით, ბაიდენი ტრამპივით მოიქცა, როცა ავსტრალიასთან ხელშეკრულება ჩაშალა
საფრანგეთი აცხადებს, რომ ბაიდენი ისე მოიქცა, როგორც მისი წინამორბედი დონადლ ტრამპი, როცა მან ავსტრალიასთან დადებული თავდაცვის ხელშეკრულება ჩაშალა.- ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულება შეეხება ავსტრალიის მხრიდან ფრანგული წყალქვეშა ნავების შესყიდვას. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ მათი პარტნიორობა დაამყარებს უსაფრთხობას ინდო-წყნარი ოკეანეში, რაც ავსტრალიას დაეხმარება შეიძინოს აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავები და გააუქმოს ფრანგული წყალქვეშა ნავების 40 მილიარდი დოლარის გარიგება. ”ეს, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებაა , რომელიც მახსენებს იმას, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ”,-განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიო franceinfo- ს.
2016 წელს ავსტრალიამ შეარჩია ფრანგული გემთმშენებლის „Naval Group“, რომ ააშენოს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების, ახალი წყალქვეშა ფლოტი.
ორი კვირის წინ ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება საფრანგეთთან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეაქო მომავალი თანამშრომლობა. ტრამპსა და მაკრონს შორის ურთიერთობა დაიძაბა ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ბოლო თვეების განმავლობაში დიპლომატების მხირადან იყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბაიდენი არ იყო გულწრფელი ევროპელ მოკავშირეებთან. ვაშინგტონის ქმედებები ავსტრალიაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ტრანსატლანტიკურ კავშირებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)